LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უბნის ბიჭები იდგნენ” – დოლიძის თქმით, უბანზე, სადაც ხმა მისცა, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევა გამოვლინდა

53
ფდჰდფ

„მე მხარი დავუჭირე იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენ ქვეყანას, ეს არის ორპოლუსიანობის, სიძულვილის დასრულება, მშვიდობა და სწრაფი განვითარება,- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, საქართველოს სჭირდება ცვლილებები.

“ჩვენ, ვისაც მოგვბეზრდა ის თამაში, რასაც დღეს ვუყურებთ, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ყველა ერთად ვიქნებით საკმარისი იმისთვის, რომ ამ უნიათო და არაფრის მაქნისს ხელისუფლებას საბოლოოდ დავემშვიდობოთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ბეღლეთის ქუჩაზე, საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევანი გააკეთა, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს.

„დილის 10 საათზე მოვედი ჩემს საარჩევნო უბანში, აქ იდგნენ უბნის ბიჭები, რომლებიც ერთ-ერთ გამვლელს ეკითხებოდნენ, როდის მივიდოდა საარჩევნო უბანზე, თან უხსნიდნენ, რომ თანხა ჩაერიცხებოდა. „საქართველოს ბანკიდან” გაშვებულია უკვე ფული, “ლიბერთი ბანკიდან” ცოტა გაიჭედა და მალე ყველას ჩაგერიცხებათო“. რომ ჩავეკითხე, რაზე საუბრობდნენ, მოვიდა მეორე პიროვნება და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. დიდი ალბათობით, ეს არის სწორედ ხმების მოსყიდვის ის შემთხვევა, რაზეც ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით. ეს არის „ქართული ოცნების“ ერთადერთი გზა, რომ ხმები მოიზიდოს. ამიტომ, ჩვენ, ვისაც გვინდა დღევანდელი მდგომარეობის დასრულება, არ უნდა დაგვეზაროს, აუცილებლად გავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ცვლილებას,“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები