სანდრო ნავერიანი სოციალურ ქსელში წერს იმ ამბის შესახებ, რომელიც თავად გადახდა. მას ბანკომატიდან გამოტანილი ფულის აღება დაავიწყდა და უკან დაბრუნებულს ფული ადგილზე არ დახვდა, თუმცა შემდეგ საინტერესო რამ მოხდა:
„წერეთელზე ბანკომატიდან მოვხსენი ფული. წავედი დელისთან და ტაქსიდან რო გადმოვედი, მივხვდი, რო ფული არ ამიღია, მარტო ბარათი გამოვაძრე. ძალიან უიმედოდ დავბრუნდი ისევ ბანკომატთან და მხვდება ქალი, ცალ ხელში დიდი პარკი უჭირავს და აშკარად ცუდ ხასიათზეა. მივედი ბანკომატთან და ცხადია, არაფერიც არ არის. თან არაა ოც ლარზე ბაზარი. მაგრად შევაგინე საკუთარ თავს. უცებ მიტრიალდება ეს ქალი და შენ დაგავიწყდა ფულის აღებაო. მეთქი – კი. აბა რამდენი იყოო, მეთქი, ამდენი. მერე, შე დალოცვილო, რო დამაყუდე აქ ერთი საათი, ცოტა ადრე ვერ მობრუნდიო და გადმომცა ფული. მელოდებოდა“.
