LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცებ მოვიდა მუზა და შეიქმნა ეს სიმღერა, მე მეკუთვნის ტექსტიც და მუსიკაც“ – ფატი ბროლაშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

10
ფატი-ბროლაშვილი

9 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ფატი ბროლაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „მომნატრებიხარ“ და „მესიზმრები“ პრემიერა შედგა.

ფატი, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

როგორც ყოველთვის, არ ვჩერდები. ძალიან ბევრი სიმღერის მუზა მოვიდა, მაგრამ არ დაგიმალავთ, ბოლომდე დამთავრებული არ მაქვს ნამუშევრები, რადგან დრო არ მაქვს. მუზა რომ მომივა, თუ მაშინ არ დავამთავრე სიმღერა, მერე ძალიან მიჭირს.

ვისაუბროთ შენს სიმღერაზე „მომნატრებიხარ“.

„მომნატრებიხარ“ ახალი სიმღერა არ არის, მაგრამ ჯერ არსად არ ჟღერს. მხოლოდ და მხოლოდ ჩემს „იუთუბ“ არხზე არის ატვირთული. ეს სიმღერა კოვიდის დროს დავწერე, ყველაფერი ჩაკეტილი რომ იყო. მარტო ვიყავი სახლში, ვერავის ვხედავდი და ზუსტად მაშინ შეიქმნა და ჩაიწერა ეს სიმღერა. მე მეკუთვნის სიმღერის მუსიკა და ტექსტი, არანჟირება – ზაზა გოჩიტაშვილს.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა აღნიშნულ სიმღერას?

ამ სიმღერამ რაღაც რეკორდი მოხსნა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ალბათ, იმიტომ, რომ არსად გადიოდა.

მოგვიყევი სიმღერაზე „მესიზმრები“.

ეს ახალი სიმღერაა. როგორც ყოველთვის, არ ვიცი, რანაირად და როგორ, უცებ მოვიდა მუზა და შეიქმნა ეს სიმღერა. ჩაიწერა „Z studio“-ში. დიდი მადლობა ზაზა გოჩიტაშვილს, რადგან როგორც ვფიქრობდი არანჟირებას და როგორც წარმომედგინა სიმღერის დასასრული, ზუსტად ისეთია. ვგეგმავ სატელევიზიო პრემიერასაც. მე მეკუთვნის ტექსტიც და მუსიკაც.

სამომავლო გეგმები როგორია?

იგეგმება კონცერტები.

 

ფატი ბროლაშვილი – მესიზმრები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები