LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩა ძოძუაშვილი : მზად ვარ, გავაგრძელო უფლებამოსილებები

103

„დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელი, უჩა ძოძუაშვილი ამბობს, რომ თუ მოკვლევის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება იქნება, მზად არის, თანამდებობაზე დაბრუნდეს. ძოძუაშვილის თქმით,

სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს აქვს დოკუმენტაციები იმისთვის, რომ საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

”თანხის მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნა 18 თებერვალს, ხოლო თანხის ჩარიცხვა ”დელტაში” მოხდა 19 თებერვალს არასრულად. სრულად თანხის ჩარიცხვა მოხდა 10 მარტს. არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რატომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, არ ვსაუბრობ, თუ რა დოკუმენტაცია გაგვაჩნია იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ”დელტას” უდანაშაულობა. დღეს მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ”დელტაში” მიმდინარეობს დიდი რაოდენობით სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მე ვაფიქსირებ ჩემს მზადყოფნას, გავაგრძელო ჩემი უფლებამოსილებები”, – განაცხადა ძოძუაშვილმა.

“დელტას” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გათავისუფლების მიზეზი რამდენიმე დღის წინ, კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g