LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩა მამაცაშვილი „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის

87
უჩა მამაცაშვილი

უჩა მამაცაშვილი „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ ცილისწამებისთვის უჩივის და 150 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. საუბარია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომელთან კავშირშიც მამაცაშვილი დაადანაშაულეს, საპასუხოდ კი მამაცაშვილმა ორგანიზაციას სასამართლოში უჩივლა.

დღეს გამოკითხვაზე ყოფილ პრემიერს, ზურაბ ნოღაიდელსა და თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას ელოდებიან. მამაცაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას ადასტურებს.

უგულავა: უჩა მამაცაშვილი 150 000 ლარს ითხოვს ღირსების შელახვისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს, არ გადაიქცეს მხარედ სასამართლო დავაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g