შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობს.
როგორც ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიგრაცია და მათგან თავშესაფრის მოთხოვნაზე მიმართვა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
დარახველიძის თქმითვე, ასევე ფიქსირდება დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნის ზრდაც:
„კონფლიქტებიდან გამომდინარე, მომართვები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაიზარდა. რა თქმა უნდა, უკრაინიდან გვაქვს მომართვიანობის ზრდა. ასევე მოგეხსენებათ, რომ ავღანეთის კრიზისი იყო და შესაბამისად, მომართვებმა ასევე, სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონიდან მოიმატა. ცდილობენ მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას და თავშესაფრის მიღებას.
გარდა ამისა, სამწუხაროდ, გვაქვს დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა. ძირითადად, აფრიკის ქვეყნებიდან, აზიის გარკვეული სახელმწიფოებიდან.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თითოეული მათი მოთხოვნა დროულად განვიხილოთ და სწრაფადვე იქნეს გაცემული პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ზრდა ამ მიმართულებით არის და ჩვენ ამ ეტაპზე იმ მოთხოვნებს ვუმკლავდებით, რაც არის“, – აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.