LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხოეთში ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ქართველები ვერთიანდებით“ – როგორ დავუჭიროთ საქართველოს მხარი ევროვიზიაზე: რას წერს ნუცა ბუზალაძე

152
ნუც

ნუცა ბუზალაძე საზოგადოებას მიმართავს.

როგორც მომღერალი წერს, მისთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნებიდან, ასევე იტალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან.

ნუცა ასევე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, საქართველოდან ჩვენს ქვეყანას ხმას ვერ მივცემთ.

მომღერალი უცხოეთში ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს ერთიანობისკენ მოუწოდებს.

„საქართველოსთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნებიდან და პლიუს იტალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან. ამ ქვეყნების სრული სია და ზუსტი ნომრები თუ როგორ დამირეკოთ და დამიმესიჯოთ განთავსებული იქნება როგორც ჩემს, ასევე პირველი არხის და სხვა არხების სოციალური მედიის გვერდებზე. ასევე, თუ თქვენ იმყოფებით ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ მონაწილეობს და შესაბამისად ხმას ვერ აძლევს ჩვენს ნახევარფინალში ზარით და სმს – ით, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს, www.esc.vote და ხმა მომცეთ, ონლაინ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ხმის მიცემა არამონაწილე ქვეყნებისთვის დაიწყება 8 მაისს და გაგრძელდება მეორე ნახევარფინალის დაწყებამდე. ხმის მიცემის ბმულიც გამოქვეყნდება ჩვენ ნახევარფინალამდე 24 საათით ადრე ყველა სოციალურ მედიის პლატფორმაზე. სამწუხაროდ, ონლაინ საშუალებითაც საქართველოდან ჩვენს ქვეყანას ვერ მიცემთ ხმას, ამიტომ უცხოეთში ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ქართველები ვერთიანდებით. მე ვიმღერებ თქვენთვის“ – წერს ნუცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები