ეუთო/ოდირი უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება.
ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში.
ODIHR საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაიწვიონ ეს კანონი და ნაბიჯები გადადგან, რათა აღნიშნული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.
ანალიზში აღნიშნულია, რომ არსებობს ვალდებულებათა რიგი, რომლებიც შესაძლოა დაეკისროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რომლებიც გამართლებულიც შეიძლება იყოს ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან, თუმცა მათ კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების სექტორი არ უნდა აიღონ სამიზნეში და იმ დაშვებას არ უნდა აკეთებდნენ, თითქოს საზღვარგარეთიდან დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია უცხოური ძალების ინტერესებს წარმოადგენს