LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი ამბავი ბიძინა კულუმბეგოვის შესახებ: „ყოველდღე მესენჯერის საშუალებით უმაღლეს სამედიცინო მომსახურებას უწევდა…“

1974
ბიძინა კულუმბეგოვი

სოციალურ ქსელში ბესო ბაჯელიძე ცნობილი ექიმის, ბიძინა კულუმბეგოვის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ დედას, რომელიც ოზურგეთში ცხოვრობს და კორონავირუსი დაემართა, ყოველდღიურად სწორედ კულუმბეგოვი უწევდა კონსულტაციას მესენჯერის საშუალებით, რაც თავად ბესომ ახლახან შეიტყო:

„ნოემბერში დედაჩემს კორონა გადაუტანია .მარტო ცხოვრობს ოზურგეთში (მე რომ არ გამაგებინა, ეს ცალკე ამბავია ))) გურიაში პანდემიამდე ჭირდა სამედიცინო მომსახურება ახლანდელზე რომ არაფერი ვთქვათ. ჰოდა, ახლა დღეს რომ გავიგე და გადავირიე, რას მიმალავ, ხომ არ გაგიჟდი, ასე როგორ შეიძლება-მეთქი, გამოვიკითხე ამბები წვრილად და აღმოჩნდა, რომ ყოველდღე მესენჯერის საშუალებით უმაღლეს სამედიცინო მომსახურებას უწევდა ბატონი ბიძინა კულუმბეგოვი, ყოველგვარი ნაცნობების და შუამავლების გარეშე უპასუხა დედაჩემის 1000 შეკითხვას. უღრმესი მადლობა ბატონო ბიძინა ❤️. P.s მიმოწერა მანახა და მაისში აცრის დროს ცალკე 1000 შეკითხვა იყო ყ ველა პასუხგაცემული და დამაჯერებელი, დამამშვიდებელი, რომ აცრა არაა სახიფათო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g