LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი ცდილობდა, შარლიზ ტერონის სახლში შეეღწია

66

შარლიზ ტერონმა რამდენიმე დღის წინ ნამდვილი შოკი მიიღო – ლოს-ანჯელესში, მსახიობის სახლში, სადაც ტერონი ორ ბავშვთან ერთად ცხოვრობს, უცნობმა მამაკაცმა სცადა შეღწევა.

როგორც კი ვარსკვლავმა საკუთარი სახლის კართან უცნობი დაინახა, მაშინვე პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველები ტერონის სახლთან მალევე მივიდნენ და დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ხელში ყვავილების დიდი თაიგული ეჭირა და ცდილობდა, მისთვის სათაყვანებელი მსახიობისთვის გადაეცა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მამაკაცს ვერაფერში დასდებენ ბრალს, რადგან მისი მოქმედება არ იყო ბოროტი განზრახვის და არ ცდილობდა მსახიობისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის რამე ევნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g