LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი დეტალი „მისტერ ვალეტინის“ გამარჯვებულზე: 24 წლის ელიზბარ მამედოვი სამოქალაქო განათლების პროგრამის ბენეფიციარია

1180
BeFunky-collage (5) (1)

13 თებერვალს „მისტერ ვალენტინის“ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებული 24 წლის მოდელი ელიზბარ მამედოვი გახდა.

როგორც ირკვევა, ელიზბარ მამედოვი სიქას მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროგრამის ბენეფიციარია.

აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

“მისტერ ვალენტინი 2022” ს ტიტული – ელიზბარ მამედოვმა Elizbar Mamedov მოიპოვა. ელიზბარი ქვემო ქართლიდანაა და სიქას მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროგრამის ბენეფიციარია. სიქას გუნდი ულოცავს ელიზბარს აღიარებას და დიდ წარმატებებს უსურვებს მომავალში. “სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა” საქართველოში განახორციელა PH International-მა. სიქა პროგრამის პარტნიორია ქვემო ქართლის რეგიონში”, – წერს ორგანიზაცია.

ცნობისთვის, “სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია” 1999 წლიდან მოქმედებს საქართველოსა და საქართველოს საზღვრებს გარეთ. სიქა საზოგადოების სასიკეთო ცვლილებებისადმი მოტივირებულ წევრებში (ასაკის შეუზღუდავად) არაფორმალური განათლების გამოყენებით ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ასევე ინოვაციური ან აპრობირებული სწავლებისა და სწავლის ფორმების დანერგვას, რათა მოხდეს პიროვნების აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ მოქალაქედ ჩამოყალიბება.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

ვინ არის 24 წლის მოდელი, რომელიც ჟიურიმ „მისტერ ვალეტინის“ გამარჯვებულად დაასახელა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები