ლოს-ანჯელესში, „ინტერ-მაიამისა“ და „ლოს-ანჯელესის“ საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ლიონელ მესის საგულშემატკივროდ თამაშზე უამრავი ვარსკვლავი შეიკრიბა. მათ შორის გახლდათ ლეონარდო დიკაპრიო. პაპარაცებმა მსახიობს სახალისო ფოტოები გადაუღეს, 48 წლის ლეო, რომელიც ყოველდღიურ, შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, ნაყინს უდარდელად მიირთმევდა.
მატჩზე მისულ ვარსკვლავებს შორის აგრეთვე გახლდნენ პრინცი ჰარი, სელენა გომესი და ოუენ უილსონი.
ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს ფილმში The Wager ითამაშებს