LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდიდეს გაჭირვებაში გაიზარდა, მშენებლობაზე მუშაობით ირჩენდა თავს..გვერდით ედგა ყველა ქართველ მებრძოლს, გაუძლო პროვოკაციებს, დამცინავ განცხადებებს..დარჩა ზუსტად იგივე ადამიანად, როგორიც ისტორიის დასაწყისში, ამერიკაში წასვლამდე იყო“ – რას წერენ მერაბ დვალიშვილზე

179
მერაბ დვალიშვილი

Setanta Sports-ის კომენტატორი ანდრო ხელაძე სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით წერს.

ანდრო აღნიშნავს, რომ მერაბმა წარმატებამდე ურთულესი გზა გაიარა. ამ ყველაფრის ფონზე კი, დარჩა ზუსტად იგივე ადამიანად, როგორიც ისტორიის დასაწყისში, ამერიკაში წასვლამდე იყო.

„უდიდეს გაჭირვებაში გაიზარდა

მშენებლობაზე მუშაობით ირჩენდა თავს

ყოველდღიურად შრომობდა

ყოველდღიურად ესიყვარულებოდა საქართველოს

გვერდით ედგა ყველა ქართველ მებრძოლს, ყველა ქართველ სპორტსმენს

დროშიანი ყელსაბამით გამოჩენა რომ აუკრძალეს, ტატუ რომ არასდროს ქონია, იმ კაცმა, ჩვენი რუკა გულზე ამოისვირინგა და მთელ მსოფლიოს შეახსენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

5 რაუნდი ბეგვა რუსი პიოტრ იანი

სცემა UFC-ის ყოფილი ჩემპიონები, ლეგენდები

ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ხელში აიყვანა და სცემა, თან ისე რომ პარალელურად ცუკერბერგსაც ეჭორავა

“ველური კაციჭამიები” თავმდაბალ ბიჭებად გადააქცია

უარი თქვა სანუკვარ საჩემპიონო ბრძოლებზე მხოლოდ იმიტომ რომ ჩემპიონ ძმაკაცთან ჩხუბი არ სურდა

დაელოდა თავის შანსს უფროსწორად შანსი აღარ დატოვა რომ მისთვის შანსი არ მიეცათ

პარალელურად საუკეთესო კონტენტ კრეატორიც იყო

თავი შეაყვარა მთელ მექსიკას და გამოიგონა უნიკალური ცეკვა – განდაგანა ლათინური მუსიკის ფონზე

გაუძლო პროვოკაციებს

ორგანიზაციის პრეზიდენტის უტაქტო, დამცინავ განცხადებებს

იქცა UFC-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავ არენაზე ერთადერთხელ გამართული ივენთის ჰედლაინერად

გამოვიდა და 5-0 მოუგო ხალხის ფავორიტს

და დარჩა ზუსტად იგივე ადამიანად, როგორიც ისტორიის დასაწყისში, ამერიკაში წასვლამდე იყო

კიდევ არსებობს ვინმე ვისაც არ უყვარს მერაბ დვალიშვილი?“ – წერს ანდრო ხელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g