LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდიდესი მადლობა დავით დოიაშვილს ამ შესანიშნავი მიუზიკლისთვის და ამ არაჩვეულებრივი როლისთვის“ – აჩიკო მეფარიძე

120
img-0143-2021-04-14_12-20-58_144421-1024x683

31 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ მომღერალი აჩიკო მეფარიძე სტუმრობდა, რომელმაც „თბილისობის“ ღონისძიებაზე, თავის როლსა და მუსიკალურ ნომერზე ისაუბრა.

აჩიკო, „თბილისობიდან ძალიან კარგად გვახსოვს შენი შესრულებულივაჭარი“. როგორ შეძელი ამ როლის ასე მორგება და ასე გათავისება?

უპირველეს ყოვლისა, უდიდესი მადლობა დავით დოიაშვილს ამ შესანიშნავი მიუზიკლისთვის და ამ არაჩვეულებრივი როლისთვის, რომელიც მომარგეს და რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში, მე თვითონ  ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ძალიან საინტერესო იყო აღმოსავლეთიდან ჩამოსული ვაჭრის როლის გათავისება და უხეშად რომ ვთქვათ, კანში შესვლა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მსახიობს, მათთან ერთად ყოფნა უდიდესი ბედნიერებაა, მათგან ბევრი რამ ვისწავლე.

ვის ეკუთვნის პოპურის“ იდეა, რომლის პრემიერაც ახლახან შედგა,

იდეა ჩემი იყო, მინდოდა „პოპურის“ გაკეთება, რადგან რაღაც ახალი იქნებოდა.

„მომწონდა სამედიცინო სფერო და ქირურგობა… არ მიფიქრია, მომღერალი და მით უმეტეს, ცნობილი თუ გავხდებოდი…“ – აჩიკო მეფარიძე
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები