ბათუმში, 16 იანვარს დაკარგულ 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ.
ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით შვილს საჯაროდ ხშირად მიმართავს, მორიგ სტატუსს აქვეყნებს და მოქალაქეებს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
„მჭირდები დეე, რომ შევძლო გაგრძელება…“ – ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს
„უდიდესი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ჩემი დარდის გაზიარებისთვის, იმედი მაქვს, რომ უფლის ნებით, ბედნიერებასაც მალე გაგიზიარებთ“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მოზარდის ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია. ალექსანდრე მიქელაძის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრეს გაუჩინარებიდან მალევე, მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს.
