უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი კომპანიები საახალწლო აქციებს იწყებენ. დეველოპერების ნაწილი მომხმარებლებს – ფასდაკლებას, ნაწილი კი სპეციალურ ფასებს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნას” „ჯი დი ჯი ჯგუფში“ განუცხადეს, თუ აქამდე გაგარინზე მდებარე კომპლექსში 1 კვ. მეტრი 750 დოლარი ღირდა, აქციის ფარგლებში მისი ღირებულება 100 დოლარით შემცირდა.
განსხვავებული შეთავაზება აქვს „არქი ჯგუფს“. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე მყიდველი სიმბოლურად მხოლოდ 1 კვ. მეტრის ღირებულებას გადაიხდის, დარჩენილი თანხა კი 10 წელზე გადაუნაწილდება. ფასები ობიექტების მიხედვით იცვლება და 650 დოლარიდან იწყება.
რაც შეეხება 2016 წლის გეგმებს, კომპანიების ნაწილი ახალი პროექტების განხორციელებას და ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.