LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძრავი ქონების ბაზარზე, შესაძლოა, გაყიდვები კიდევ შემცირდეს

87

თუ ბანკები აქამდე ბინის 70%-ს აფინანსებდნენ, ახლა ეს მაჩვენებელი 50%-მდე შემცირდება. ამის შესახებ ”ფორტუნას” „არქი ჯგუფში“ განუცხადეს.

დეველოპერების ცნობით, დღეს მომხმარებელი ბინას, უმეტესად, ბანკის სესხით ყიდულობს. ბანკებიდან სესხის გაცემის გართულება კი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების კლებას გამოიწვევს. რაც შეეხება საკუთრების უფლების დაცვას, დეველოპერების ნაწილი განმარტავს, რომ ეს უფლება დღეს კონსტიტუციითაა აღიარებული, ამიტომ რეგულაცია ცვლილებას არ საჭიროებს.

უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, კომპანიები ინვესტიციების განხორციელებისგან და ახალი პროექტების დაწყებისგან თავს შეიკავებენ.

კანონპროექტი, რომელიც საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტშია შესული და ის პირველი მოსმენით უკვე მიიღეს.

ეკონომისტები და დეველოპერები ფიქრობენ, რომ საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებას იპოთეკური სესხის აღების გართულებული პროცედურები და უძრავი ქონების ბაზარზე შემცირებული გაყიდვები მოჰყვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g