LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძრავი ქონების გასაყიდი ფასები გაიზრდება: კვადრატულზე 250-300 დოლარამდე

421
binebi_0

თვითღირებულებას თუ არ გაყვა სექტორი, ფინანსურ სტაბილურობას დაკარგავს. კვადრატულზე ზრდა არის 250-300 დოლარამდე და სადღაც, ამ ჭრილში გავზრდით გასაყიდ ფასსაც, – ამის შესახებ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში დეველოპერული კომპანია „არქის“ გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.

შიო ხეცურიანის თქმით, ამ დროისთვის კვადრატული მეტრის აშენების თვითღირებულება უკვე 120 დოლარით გაძვირდა, უახლოეს პერიოდში კი სექტორი ფასების კიდევ 150 დოლარით გაძვირებას პროგნოზირებს.

„სამშენებლო პროდუქციაზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით ეს ეხება არმატურას და სხვა მეტალს, გაიზარდა ხის მასალის ფასიც, გართულდა ლოგისტიკა და ამან დღეს უკვე გამოიწვია კვ.მ-ზე ფასის 120 დოლარით გაზრდა. უკრაინა და რუსეთი ამარაგებდა სამშენებლო სექტორის დიდ ნაწილს, ამიტომ არის დეფიციტი და ყველა მიმართულებით ფასების ზრდა. იმედი მაქვს რომ ომი დასრულდება ძალიან მალე, მსოფლიოში ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდება და ფასები დაუბრუნდება ძველ ნიშნულებს,“ – განმარტა ხეცურიანმა „საქმიან დილაში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g