LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძრავი ქონების გაყიდვები პრაქტიკულად გაჩერებულია: ირაკლი როსტომაშვილი

144
20200601192739

უძრავი ქონების ბაზარი უკუსვლას განიცდის. უარყოფითი გავლენა მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ქვეყანაში ე.წ „ლოკდაუნი“ ხელმეორედ დაწესდა, ამას თან დაერთო ის, რომ შეჩერდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, რასაც მთავრობა 2020 წლამდე ახორციელებდა.

დეველოპერები ვარაუდობენ, რომ სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდგომ, სექტორში ტრანზაქციების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება და თუ სექტორის სტიმულირება არ მოხდა გაყიდვების კლება თებერვალსა და მარტშიც გაგრძელდება.

აღნიშნულ თემაზე „ბიზენესკურიერი“ მენაშენეთა ასოციაციის ხემლძღვანელს, ირაკლი როსტომაშვილს ესაუბრა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბაზარზე გაყიდვები საგრძნობლად შემცირებულია, ამასთან ბაზარზე გაურკვევლობაა და დეველოპერებს პროგნოზების გაკეთებაც კი უჭირთ.

„რაც სუბსიდირების პროგრამა გაჩერდა ძალიან ცუდი ვითარებაა, გაყიდვები პრაქტიკულად გაჩერებულია. ყველაზე ცუდი ვითარება სამშენებლო ბაზარზე არის ის, რომ გაურკვეველია ვითარება. ჯერ თქვეს, რომ გაგრძელდებოდა, მერე თქვეს, რომ შეწყდებოდა სუბსიდირება, ეს ყველაფერი გაურკვევლობას ქმნის.

არ ვიცით როგორი იქნება ლარის კურსი. ლარიზაციის გათვალისწინებით, დღეს მაგალითად, ლარში რომ ვყიდით ბინას არ ვიცით ლარში შევინარჩუნოთ თანხები, თუ დოლარში შევინახოთ.

პანდემიის ფონზე რა ნეგატიურ რისკებს წარმოშობს ლარიზაცია?

ახლა ვერაფერს  ვგეგმავთ, პროგნოზის გაკეთებაც გვიჭირს.

თუ სუბსიდირება გაგრძელდება, მყიდველი გააქტიურდება და ბინები გაიყიდება.“

ირაკლი როსტომაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სამშენებლო მასალები საგრძნობლად გაძვირებულია.

„პირობითად, ობიექტის მშენებლობა 15 პროცენტით გაძვირდა. გასაყიდი ფასები კი შემცირდა, არ იყიდება ბინები, ამის ფონზე, მშენებლობის ღირებულება გაძვირებულია.

ჩვენ კი მაინც დამოკიდებულები ვართ ინვესტორზე. რა უნდა შევთავაზოთ ან რა უნდა ავუხნათ მათ არსებულ ვითარებაში. რა თანხებიც ჩადებული აქვთ, ისიც უკან არ წაიღონ მაგაზე ვფიქრობთ.“

როსტომაშვილი აღნიშნავს, რომ დეველოპერული სექტორის განვითარებისთვის ქვეყანაში ფუნდამენტური ნაბინჯები არ იდგმება, არც ეროვნულ ბანკს და არც სახელმწიფოს ვითარების გამოსასწორებლად არ უმოქმედია.

ცნობისთვის, Colliers International Georgia-ს მიერ მომზადებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში ახალაშენებული ბინების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 26%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ფასებს, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, წინა წელთან შედარებით, 5%-ით შემცირდა და 1 კვ/მ-ზე 672 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, 1 კვ/მ-ზე მხოლოდ 3 დოლარით (დაახლოებით 1%-ით) დაიკლო და 638 აშშ დოლარი შეადგინა.

magti 5g