საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილს UEFA EURO 2024 ფეისბუქის ოფიციალური გვერდი პოსტს უძღვნის.
„რა თამაში“, – წერს UEFA EURO 2024 ფეისბუქის ოფიციალური გვერდი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
მატჩის პირველი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ 45-ე წუთზე 11- მეტრიანით გაიტანა.
ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს.
შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობდა.
ვიდეო: „ისტორიული ერთი ქულა ავიღეთ…შევხვდებით 26-ში“ – გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს