LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UEFA-ს ევროპის ლიგის ფინალი საქართველოში არ გაიმართება

155
70702685-2285367611793629-9185091143669383168-n-5d8a68aada54b

2021 წლის უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრას სევილიას სტადიონი „სანჩეს პისხუანი“ უმსაპინძლებს. კაცებისა და ქალების ჩემპიონთა ლიგების, ევროპის ლიგისა და უეფა-ს სუპერთასის მასპინძელი ქალაქების ვინაობას სლოვენიის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ შეკრებილი აღმასკომის წევრები განიხილავდნენ და საბოლოოდ, არჩევანი საქართველოს ნაცვლად, ესპანეთის სასარგებლოდ მიიღეს.

https://www.facebook.com/uefa/photos/a.1451024365227962/2285367608460296/?type=3&theater

სევილიასთან ერთად, 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის პრეტენდენტი თბილისიც იყო, ამიტომ  აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართველი გულშემატკივრები განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ.

2021 წლის ფინალისთვის მატჩის გამართვის სურვილი 10-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა, მასპინძლობაზე თავდაპირველი სიიდან ჯერ სამი კანდიდატურა შემორჩა – ვენის „ერნსტ ჰეპელის“ სტადიონი, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ და სევილიას სტადიონი „სანჩეს პისხუანი“, ბოლოს კი კონკურენტები თბილისი და სევილია იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები