LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფამ ევრო 2024-ის თილისმა წარადგინა: რას დაარქმევენ ბავშვები დათუნიას

242
567

უეფამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური მასკოტი წარადგინა.

ტურნირის თილისმა დათუნა გახდა.

„თილისმა ეძღვნება პოპულარულ საბავშვო სათამაშოს – დათვს, რომელიც, როგორც ამბობენ, XX საუკუნის დასაწყისში გერმანიაში გამოიგონეს. ის თავის მოგზაურობას სკოლებში დაიწყებს დევიზით #MakeMoves (იმოძრავე) და მოსწავლეებს მოუწოდებს ფიზიკური აქტივობისკენ“, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უეფას პროგრამა „ფეხბურთი სკოლებში“ მონაწილეები UEFA.com-ის მკითხველებთან ერთად თილისმას სახელს შეურჩევენ.

ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში ჩატარდება და მასში 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები