უეფა განიხილავს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გათამაშებების შეჩერებას კორონავირუსის საფრთხის გამო. ამ ინფორმაციას The Sun ავრცელებს Catalunya Radio-ზე დაყრდნობით.
სავარაუდოდ ევროთასებს მეოთხედფინალური სტადიიდან შეაჩერებენ, რომლებიც აპრილშია დაგეგმილი.
მერვედფინალის სამი საპასუხო მატჩი ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ტარდება: წუხელ “ვალენსია”-“ატალანტა” ხალხმა ტელევიზიით ნახა, მაყურებელი არ ეყოლება არც “ბარსელონა”-“ნაპოლის” და პსჟ-“ბორუსიას” მატჩებს.
გულშემატკივარი არც ევროპა ლიგის თამაშებზე მივა. უქომაგოდ ითამაშებენ “ვულვერჰემპტონი” და “ოლიმპიაკოსი”, “ხეტაფე” და “ინტერი”, “სევილია” და “რომა”.