LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უესტმა ჯეკპოტი მოიგო – კანიეს ახალი გოგო ულამაზესია – რა ვიცით 24 წლის ჯულიანა ნალუს შესახებ

188
page

რამდენიმე დღის წინ, კანიე უესტი ჯულიან ნალუსთან ერთად, რომანტიკულ ვახშამზე გადაიღეს. ისინი სანტა-მონიკაში მდებარე რესტორანში, Giorgio Baldi იმყოფებოდნენ. ფოტოებმა მალევე მოიცვა ინტერნეტსივრცე. გოგონა ჰიპ-ჰოპ არტისტის გულის სწორებს შორის, ყველაზე ლამაზად შერაცხეს.

გაიცანით კანიე უესტის ახალი გოგო, რომელიც მის ყველა წინამორბედს ჯობია

რა უნდა ვიცოდეთ ყველაზე ეპატაჟური ჰიპ-ჰოპ არტისტის ახალ სატრფოზე. ჯულიანა ნალუ 24 წლისაა და ის პროფესიონალი მოდელი გახლავთ. ის სხვადასხვა ქვეყანაში პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოებს, Elite Model, MGM Models და Mix Models-ს წარმოადგენს. ნალუ წარმოშობით ბრაზილიელია და ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მან პირველი სამოდელო კონტრაქტი 19 წლის ასაკში გააფორმა. ტაბლოიდების ცნობით უესტმა ჯულიანა რამდენიმე კვრის წინ, პარიზში გაიცნო. სწორედ მაშინ დაიწყო მათი სასიყვარულო ურთიერთობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები