LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფალს ვთხოვ, არასოდეს გახდეთ ნატრული იმ ჩახუტების, რასაც მე განვიცდი…“ – ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედის ემოციური მიმართვა 

164
ნათია დიაკვნიშვილი

1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში ალექსანდრე მიქელაძე გაუჩინარდა. ალექსანდრეს კვალს დღემდე ვერ მიაკვლიეს. 4 თებერვალს ალექსანდრეს 16 წელი შეუსრულდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ალექსანდრეს დედა, ნათია დიაკვნიშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. იგი საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის და შვილის მოლოდინით გამოწვეულ უმძიმეს ტკივილზე საუბრობს.

„გელოდები დე და მჯერა, რომ მალე დამიდგება დღე, როცა ძალიან ძლიერ ჩაგეხუტები“ – ალექსანდრე მიქელაძის გაუჩინარებიდან 1 წელი გავიდა

„მე ვარ, ნათია დიაკვნიშვილი, ალექსანდრეს დედა, რომელიც უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიმართ და უფალს ვთხოვ, რომ არასოდეს არავინ გენატრებოდეთ ისე, როგორც მე ჩემი ალექსანდრე 🙏🏽 არასოდეს გახდეთ ნატრული იმ ჩახუტების რასაც დღესდღეობით მე განვიცდი…😔 მთელი გულით და არსებით გმადლობთ, იმ სიტყვებისთვის რასაც ჩემთვის, ჩვენთვის უპირობოდ იმეტებთ 🙏🏽 გმადლობთ, უპირობო სიყვარულისთვის 🙏🏽 გმადლობთ და ბოდიში, რომ ვერ გპასუხობთ ინდივიდუალურად 🙏🏽

გადის დღეები, თვეები, უკვე ერთი წელი და მეორე დაბადების დღე ჩემი ალექსანდრესი, რომელსაც პირადად ვერ ვულოცავ 🥺 ურთულესია, მაგრამ ვმადლობ უფალს, რომ მოლოდინის რეჟიმში ვარ 🙏🏽 რადგან ძალიან კარგად ვიცი, ბევრად უარესებიც ხდება 🥺

უფალო, არასოდეს ვიტყვი: ,,რატომ მე” რადგან ამისთვის ენა არ მობრუნდება, მაგრამ გპირდები, რომ შენი მოკვდავი შვილი, მედგრად იდგება და დაელოდება იმ წამს, როცა ინებებ ჩვენს შეხვედრას, როცა ინებებ შენი ჩემდამი საჩუქარი, ჩემი ალექსანდრე ისევ მაჩუქო და გამხადო ღირსი მისი სურნელის ჩასუნთქვის, მისი ჩახუტების 🙏🏽 დედაო ღვთისა შენი მფარველი კალთა გადააფარა და დაიცავი ავისგან, ჩემი შვილი, ჩემი ალექსანდრე 🙏🏽

მიყვარხართ თითოეული თქვენგანი, თქვენ ხართ ჭეშმარიტად ადამიანები, მადლობა, რომ არსებობთ, მიყვარხართ და გიგზავნით უდიდეს სითბოს დამსახურებულად 🙏🏽🫂❤️

დაგლოცოთ უფალმა და დედა ღვთისამ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g