LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფასო მიქსტურა და არა: საახალწლო კონცერტი სამგორში

152

საახალწლო კონცერტები იწყება. წელს სამი ლოკაციიდან ერთ-ერთი მთავარი კონცერტი, 31 დეკემბერს სამგორის რაიონში, ვარკეთილში გაიმართება. თუმცა მანამდე, ერთი დღით ადრე კიდევ ერთი მაგარი კონცერტი გელით.

30 დეკემბერს არასამთავრებო ორგანიზაცია „GAT” (ჯიეითი) სამგორის რაიონის დახმარებით წინასაახალწლო კონცერტს მართავს. 16:00 საათიდან სამგორის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები თქვენთვის საყვარელი რეპერტუარით წარდგებიან მაყურებლის წინაშე, ხოლო 18:00 საათიდა უკვე საკმაოდ პოპულარული ჯგუფები „არა“ და „მიქსტურა“ ნამდვილ როკ საღამოს გპირდებათ.
კონცერტი გაიმართება მოსკოვის გამზირზე, ვარძიის სკვერში.
დასწრება თავისუფალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g