LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფასო სასკოლო კვება ბავშვების შიმშილისგან გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს“ – უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა

134
Untitled design (1)

უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

როგორც მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, უფასო სასკოლო კვება შიმშილისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი პირობაა.

„ჩვენს ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ზოგავს თანხას საკვებზე. უფასო სასკოლო კვება ბავშვების შიმშილისგან გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ასევე დაგვეხმარება დავაზღვიოთ მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში ზედმეტად გადაღლისგან, გადავარჩინოთ მშობლების იმისგან, რა რეალობაშიც უწევთ ცხოვრება,“ – აღნიშნავს მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე.

ფოტო:IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები