LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფასო ტრენინგი მასწავლებლებისთვის დისტანციურ სწავლებაში

701
91950704-858857117914326-950903946858201088-n

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო, დაფუძნდა ციფრული განათლების ცენტრი, რომელიც სრულიად უფასოდ სთავაზობს ინტენსიურ ტრენინგებს მასწავლებლებსა და რეპეტიტორებს დისტანციურ სწავლებაში.

„ეს იდეა სწორედ მაშინ გამიჩნდა, როცა მთელი მსოფლიო და მათ შორის, განათლების სისტემა ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე დადგა. ამ დროს ცალსახად გამოჩნდა, რომ ქვეყანაში მასწავლებელთა დიდ ნაწილს არ აღმოაჩნდა შესაბამისი უნარები ციფრული პლატფორმების გამოსაყენებლად. ამასთან, ე.წ. რეპეტიტორთა დიდმა ნაწილმა დაკარგა შემოსავლის წყაროც, რომელსაც ისინი მოსწავლეთა შინ მომზადებით იღებდნენ. მეც, როგორც ალბათ ყველა მოქალაქეს გამიჩნდა სურვილი, ჩემი გამოცდილება და რესურსი გამომეყენებინა იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება“, – ციფრული განათლების ცენტრის დაფუძნებელი, თამარ კერძაია.

პროექტის მხარდამჭერები არიან: მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი – ლადო აფხაზავა და ფოტოგრაფი – გოგა ჩანადირი.

 

ტრენინგის შემდეგ, მასწავლებლები შეძლებენ:

შექმნან არსებული ან ახალი სასწავლო კურსები ციფრულ საგანმანათლებლო პლათფორმაზე;

გამოიყენონ უშუალოდ მათ საგანზე მორგებული ეფექტური ციფრული რესურსები (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ენები და სხვა);

მოამზადოთ მოსწავლეები არამხოლოდ მათ ქალაქში, არამედ მთელს საქართველოში;

შესთავაზონ სხვადასხვა კურსები ჩვენს ემიგრანტ მოსწავლეებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g