LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფრო სიღრმისეულად შევეცდები ამ განაჩენის სიმცდარე სასამართლოს დავანახო“ – ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი

116
maxresdefault (2)

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულებიდან ერთ-ერთის, გიორგი კავილაძის ადვოკატი, გიორგი ტურაზაშვილი აცხადებს, რომ ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოს დაანახვებს „სიღრმისეულად სასამართლოს მცდარ განაჩენს“.

ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას თვითნებურს უწოდებს.

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ეს იყო ჩვეულებრივი ფაქტი და ასე უნდა მომხდარიყო – ნიკო კვარაცხელიას დედის პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

magti 5g