მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბროსეს ქუჩის კუთხეში, სასტუმრო “რივერ საიდ თბილისის” პირველ სართულზე “ტიფანი ბარი” მდებარეობს. ბარის ინტერიერი ფილმ Breakfast at Tiffany’s სტილშია გადაწყვეტილი (ცისფერ ფერში).
როგორც “ტიფანი ბარის” ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა დიმიტრი შველიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს არის სრულიად განსხვავებული კონცეფციის დაწესებულება, რომელიც გამორჩეულია უკვე არსებული რესტორნებისა და ბარებისაგან, როგორც ინტერიერით და ორიგინალური დიზაინით, ასევე ევროპული სამზარეულოს მრავალფეროვნებით და მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული მომსახურე პერსონალით.
“ტიფანი ბარი” მომხმარებელს ძირითადად ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. გარდა ამისა, “ტიფანიში” მზადდება უგემრიელესი დესერტები და ტკბილეული. ” შემიძლია ასევე თამამად ვთქვა, რომ ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ცხელი სასმელები და კოქტეილები სწორედ ტიფანიში მზადდება”- აღნიშნა შველიძემ. “ტიფანი ბარი” მომხმარებელს ასევე სთავაზობს ლანჩ მენიუს სპეციალურ ფასად. (15 ლარი)
“ტიფანი ბარი” სტუმრებს დღის 11:30-დან 23:45-მდე ემსახურება. სხვადასხვა ღირსშესანიშნავი დღისთვის სპეციალურად იგეგმება ივენთები, ცოცხალი მუსიკა ბარში ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით ჟღერს, რაც გარემოს უფრო სასიამოვნოს, კომფორტულსა და შთამბეჭდავს ხდის.