LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უღალატო და უბოროტო კაცი. ბევრი ქარტეხილები ჰქონდა გამოვლილი“ – ექიმი გოგა მამულაშვილი გარდაიცვალა

1603
გოგა მამულაშვილი

ექიმი რენტგენოლოგი გოგა მამულაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ექიმი სოციალურ ქსელში ნატალია ხურციძე წერს. 

„გოგა მომენატრები მეგობარო 💔 უანგარო, კეთილი, საუკეთესო ექიმი და ადამიანი! მადლობა ყველაფრისთვის. შეჭირვებულ ადამიანებს სრულიად უსასყიდლოდ უწევდა კონსულტაციას!“, – წერს ნატალია. 

გიგა მამულაშვილის გარდაცვალებასზე ექიმი კარდიოქირურგი ზაზა კაციტაძეც წერს. 

„უღალატო და უბოროტო კაცი. ბევრი ქარტეხილები ჰქონდა გამოვლილი. ძალიან ძალიან გული დამწყვიტა“, – წერს ზაზა კაციტაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g