LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უგონო მდგომარეობაშია, აღენიშნება ღია ქალატვინისა და გულ-მკერდის დაზიანება“ – რას ამბობს ექიმი ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობაზე

219
აფეთქება ორთაჭალაში

ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტებიდან კლინიკაში 1 მოქალაქე რჩება.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი ირაკლი კორძახია აცხადებს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

„კლინიკაში ამჟამად 25 წლის მამაკაცი რჩება, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, აღენიშნება ღია ქალატვინისა და გულ-მკერდის დაზიანება. პაციენტი არის უგონო მდგომარეობაში, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არის აპარატულ სუნთქვაზე.

თბილისის მერია: „ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა“

„მოსახლეობა საკუთარ ბინებში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის კვლევის შედეგად დადგინდება, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია“ – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ჩვენთან კლინიკაში ასევე კიდევ 2 პაციენტი იყო გადმოყვანილი, აქედან ერთი არის პედიატრიული ასაკის – 12 წლის. მოზარდი გარკვეული რეკომენდაციებით ბინაზე ეწერება. ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა“,- აცხადებს კლინიკის ექიმი.

ცნობისთვის, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.

თბილისის მერიის განცხადებით, გვიან ღამით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.

„ეზოში იპოვეს გარდაცვლილი, ალბათ ტალღამ გადმოაგდო… ერთი დაშავებული ბავშვი წაიყვანეს და ერთი ბიჭი, მდგმური იყო…“ – რას ჰყვებიან თვითმხილველები ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g