LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავა პრეზიდენტს: „არ ჩაუტოვოთ სააკაშვილი რუსებს ციხეში! ნუ დაუშვებთ ამ უპატიებელ შეცდომას. თქვენ საქართველოში ამისთვის ნამდვილად არ ჩამოსულხართ“

362
გიგი უგულავა, სალომე ზურაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ცინიკური, უსუსური და არაადამიანურია არგუმენტი, რომ „სააკაშვილს მაინც არ გამოუშვებენ“:

პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს: „ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით, ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში“

„ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს,

გეთანხმებით, რომ ქართული ოცნება რუსულ კოშმარად იქცა

ვთანხმდებით რომ ესენი რუსები არიან

მაშინ მაპატიეთ და მიხეილ სააკაშვილს რუსებს უტოვებთ ციხეში?!

ცინიკური, უსუსური და არაადამიანურია არგუმენტი, რომ „სააკაშვილს მაინც არ გამოუშვებენ“.

თქვენ! თქვენი ისტორიული მისია გაქვთ და ის ვერ იქნება კავშირში იმასთან, თუ რას მოიმოქმედებს ივანიშვილი. თქვენ ხშირად იმეორებთ ფრაზას – მე იმისთვის არ დავბრუნებულვარ საქართველოში რომ …. !

გიგი უგულავა: „ეს რა პარლამენტია? პარლამენტს, რომელსაც სამი ღობე აქვს, ჩაკეტილი აქვთ ისე, რომ კამერებმაც ვერ გადაიღონ, როგორ შედის დეპუტატი“

თქვენ ისტორიის პრიზმაში უყურებთ საკუთარ მისიას და ამავე დროს რუსებს უტოვებთ სააკაშვილს ციხეში?!

არ აქვს მნიშვნელობა ვის უყვარს ან სძულს სააკაშვილი, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რას ფიქრობთ მასზე. არც იმას აქვს მნიშვნელობა რა გააკეთა, ვერ გააკეთა, გააფუჭა თუ დააშავა სააკაშვილმა – მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ერთ რამეს

ბოკუჩავა ევროპარლამენტარებს: რუს ოლიგარქთან პოლიტიკური ვაჭრობა უფრო წაახალისებს კრემლს და საქართველოს გარდაუვალი ავტორიტარიზმის უფსკრულისკენ უბიძგებს – გთხოვთ, განაგრძოთ მამაცური ბრძოლა ჩვენი ევროპული მომავლისთვის“

„ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის შემუშავების და მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა შესწორების, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი“.

– თქვენ ვინც ერთიანობისკენ მოგვიწოდებთ;

– თქვენ, ვისაც ევროპისკენ ურთულეს გზაზე უნდა გაყვეს ხალხი, რომ რუსების კლანჭებს დავაღწიოთ თავი

პუტინთან დაპირისპირებულ ადამიანს რუსებს უტოვებთ ციხეში?!

მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ ამის ახსნა მიწევს. ვფიქრობ, რომ ეს ცხადზე ცხადია – არ ჩაუტოვოთ სააკაშვილი რუსებს ციხეში! ნუ დაუშვებთ ამ უპატიებელ შეცდომას. თქვენ საქართველოში ნამდვილად არ ჩამოსულხართ ამისთვის“. – წერს გიგი უგულავა.

მიხეილ სააკაშვილი: „საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში“

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გეთანხმებით, რომ ქართული ოცნება რუსულ კოშმარად იქცა ვთანხმდებით რომ ესენი რუსები…

Posted by Gigi Ugulava on Wednesday 27 November 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g