LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავა:მზად ვართ, მეუფე იაკობს პარლამენტში მოვუსმინოთ

123
უგულავა

“თუ მეუფე იაკობს ექნება სურვილი, ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ ის პარლამენტში და საპარლამენტო ფორმატში მოყვეს ყველაფერი ის, რასაც ის თვლის საჭიროდ, რათა ნათელი მოეფინოს ბურუსით მოცულ ისტორიას”,- ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს.

უგულავა ამბობს, რომ  პროკურატურამ მეუფის განცხადებაზე დაყრდნობით მოკვლევა უნდა დაიწყოს.

ეპისკოპოსი იაკობი: კვირიკაშვილის დროს დამიძახეს, გახარია, გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე მეჩალიჩებოდნენ (ვიდეო)

“მეუფე იაკობი შეიძლება რაღაცას აჭარბებს მაგრამ მსგავსი შეხვედრა ალბათ შედგა. მე ვფიქრობ, რომ აქ ცალსახად უფრო იკვეთება ქართული ოცნების მთავრობის სურვილი, ჩაერიოს ეკლესიის საქმეებში. ჩვენ ევროპული საქართველო, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მეუფეს, თუ მას ამის სურვილი ექნება, მოვუსმინოთ საპარლამენტო ფორმატში”- ამბობს გიგი უგულავა.

მეუფე იაკობის განცხადებებს გამოეხმაურა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძეც და თქვა, რომ იაკობი ხელისუფლებამ გამოიყენა და შემდეგ გადააგდო.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: დღეს ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი

,,სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, ენიჭება კათოლიკოს-პატრიარქს, გამომდინარე იმ მახინჯი საკადრო პოლიტიკიდან, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა"

პრემიერ-მინისტრმა კი მეუფე იაკობის ბრალდებებს “სისულელეები” უწოდა.

ეს ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო-პრემიერი მეუფე იაკობის განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g