LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უილ სმიტი მუსიკალურ კარიერას უბრუნდება

95

მსახიობმა და მუსიკოსმა, რომელიც წლების განმავლობაში რეპით იყო გატაცებული, ამჯერად  კოლუმბიური ჯგუფის Bomba Estereo-ს სიმღერის „Fiesta“ რემიქსი ჩაწერა.

თრექს სმიტი ინგლისურ და ესპანურ ენებზე ასრულებს. ჯგუფის დამაარსებელმა, საიმოე მეჰიას თქმით, ის ყურებს არ უჯერებდა, როდესაც რემიქსი მოისმინა. მისი თქმით, დიდი პატივია, რომ სმიტმა მათ ყურადღება მიაქცია.

შეგახსენებთ, რომ 80-იან წლებში უილ სმიტი დუეტის DJ Jazzy Jeff & the Fresh Prince შემადგენლობაში შედიოდა. მუსიკოსმა და მსახიობმა პრემია „გრემიც“ კი მოიპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები