50 წლის უილ სმიტი ჰოლივუდის ერთადერთი ვარსკვლავია, ვინც არასდროს გამხდარა ცნობილი მოდური ბრენდის სახე, თუმცა რამდენიმე დღის წინ „მარად ახალგაზრდა“ სმიტმა სრულად აინაზღაურა დანაკლისი და იტალიური Moncler-ის ამბასადორობა ჩაიბარა.
სარეკლამო კამპანიას Genius is Born Crazy ცნობილმა ფოტოგრაფმა ტიმ უოლკერმა უხელმძღვანელა, თავად სმიტმა კი, სიამოვნებით მოირგო ბრენდის ახალი მოდელები.