ექსპრესიული ხასიათით, ფანტაზიის სიმდიდრით, ირონიისა და იუმორის გრძნობით, ასევე იმპროვიზაციის საოცარი უნარით გამორჩეულმა უილ სმიტმა საზოგადოება გაახალისა.
საქმე ისაა, რომ 50 წლის ვარსკვლავის ,,ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე სახალისო ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც ამერიკელი მსახიობი და რეპერი ტვერკს ასრულებს.
გაირკვა, რომ ამ ჟესტით ,,ოსკარებზე” ნომინირებული არტისტი სოციალური ქსელის ხარვეზის აღმოფხვრას გამოეხმაურა.
აღსანიშნავია, რომ რგოლი 6 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა.
View this post on Instagram
Instagram: Back online. Me:
A post shared by Will Smith (@willsmith) on
