LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უილ სმიტმა საკუთარი შვილის კლიპის პაროდია ჩაწერა (ვიდეო)

68

მსახიობმა და მუსიკოსმა, უილ სმიტმა, საკუთარი ვაჟიშვილის, ჯეიდენ სმიტის კლიპის პაროდია გადაიღო.

ამისათვის მან სიმღერა „Icon“ აარჩია და ის იუმორისტული დეტალებით გააფორმა. მაგალითად, სიმღერის შესრულებისას სმიტს პირიდან დეკორატიული ხელოვნური კბილები გადმოსცვივდება.

ამ გზით, მსახიობმა თავის შვილს ახალი მიღწევა მიულოცა: სერვის Spotify-ზე, ჯეიდენის მუსიკის მოსმენების რაოდენობამ 100 მილიონს მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები