LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უილიამ კორტნი: „ამ არჩევნების განსხვავება ისაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა“

182
უილიამ კორტნი

„პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც მთავრობები ძალიან დიდი ხნით არიან ხელისუფლებაში, მათ შეიძლება დაიწყონ როგორც რეფორმისტებმა, როგორც პუტინი იყო და შემდეგ კი უკანსვლა მოხდეს. ეს მოხდა შევარდნაძესთან, ასე მოხდა სააკაშვილთან და ახლა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებითაც ასე მოხდა“ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ კორტნიმ, American Enterprises Institute-ის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ორგანიზებულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, „ამ არჩევნების განსხვავება ისაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა“:

„პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც მთავრობები ძალიან დიდი ხნით არიან ხელისუფლებაში, მათ შეიძლება დაიწყონ როგორც რეფორმისტებმა, როგორც პუტინი იყო და შემდეგ კი უკანსვლა მოხდეს. ეს მოხდა შევარდნაძესთან, ასე მოხდა სააკაშვილთან და ახლა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებითაც ასე მოხდა. ასე რომ, რეალური პრობლემა არის ხელისუფლების ცვლილებისა და ძალაუფლების ნაკლებობა, რაც დემოკრატიისთვის ასე აუცილებელია. ამ არჩევნების განსხვავება ისაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა, რომელმაც ასეთი ანტიდემოკრატიული, უფრო მეტად პრორუსული და დასავლეთის მიმართ ნაკლებად მეგობრული კურსი აიღო, როგორც ეს ამ ხელისუფლებამ გააკეთა“, – განაცხადა უილიამ კორტნიმ.

საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთის შესაძლოა რეაქციის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, „ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად ქართველებზე, იმაზე, თუ რამდენად ბევრი იყო გაყალბება, გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში, როგორც ეს ნარინჯისფერი რევოლუციის დროს მოხდა, როდესაც იგი უარყვეს“:

„არც ისე დიდი ხნის წინ გვეგონა, რომ საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პარალელურ გზაზე მიდიოდნენ. ომის შედეგად გამოწვეული სტრესის მიუხედავად, უკრაინამ შეინარჩუნა თავისი დემოკრატია, ხოლო საქართველო, მეორე მხრივ, ასეთი სტრესის გარეშე სხვა მიმართულებით გადავიდა. ასე რომ, ჩვენ დასავლეთში მოგვიწევს დავაკვირდეთ არჩევნებს, როგორ წარიმართება იგი, რადგან წარსულში არჩევნებზე გაყალბებების შესახებ ჩვენ არაერთგვაროვანი რეაქცია გვქონდა. ასე, მაგალითად, 2020 წელს ბელარუსთან დაკავშირებით, ჩვენ შემოვიღეთ მსუბუქი სანქციები, აზერბაიჯანთან, უზბეკეთთან მიმართებაში კი, რომლებსაც ასევე ბოლომდე სამართლიანი არჩევნები არ ჰქონდათ, სანქციები არ ყოფილა. მაგრამ, 2004 წელს უკრაინაში, “ნარინჯისფერი რევოლუციის” დროს, როდესაც იანუკოვიჩი აირჩიეს, პირველი ორი რაუნდის შემდეგ, რომელიც არ აღმოჩნდა თავისუფალი და სამართლიანი, სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ ჩვენ ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ მიგვაჩნია. ასე რომ, ვნახავთ თუ არა დასავლეთის რეაქციას 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ, რომელიც უფრო ჰგავს ბელარუსის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, თუ უფრო ნარინჯისფერი რევოლუციისას. ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად ქართველებზე, იმაზე, თუ რამდენად ბევრი იყო გაყალბება, გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში, როგორც ეს ნარინჯისფერი რევოლუციის დროს მოხდა, როდესაც იგი უარყვეს. დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გააკეთებს ევროპა, რადგან ევროპა ჩვენზე უფრო მნიშვნელოვანია, ქართველებს სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი და არა ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი. ასე რომ, ჩვენ ყველა ამ ფაქტორს განვიხილავთ“, – განაცხადა უილიამ კორტნიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები