60 წლის უილიემ დეფომ, მისთვის უჩვეულო ვიზუალი მოირგო. ვარსკვლავმა, რომელიც უმეტესწილად სერიული მკვლელს ან მანიაკს ასახიერებს, გასული საუკუნის უმთავრესი სექს-სიმბოლოს, მერლინ მონროს იმიჯი მოირგო.
კომპანია Snickers-ის ხელმძღვანელებმა კი გადაწყვიტეს, რომ დეფო, ქერათმიანი ლამაზმანის როლში – საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მათი აზრით, თმააწეწილი და დაღლილი უილიემი, რომელიც ვიდეოში ჩანს, ეს არის მერლინი ცუდ ხასიათზე. კლიპის ბოლოში ისმის ცნობილი სლოგანი „შენ შენ არ ხარ, როდესაც გშია“.
ვიდეომ, რომელიც 2 დღის წინ გამოჩნდა, უკვე 2,5 მილიონ ნახვაზე მეტი მოაგროვა.
https://www.youtube.com/watch?v=WhfntLl6xx0