LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უინტერფელი თქვენია, თქვენო უდიდებულესობავ” – ,,სამეფო კარის თამაშების” თიზერი ინტერნეტს იპყრობს (ვიდეო)

8206936-0-image-a-92_1546831900202

HBO-მ ქსელში პრომო რგოლი გააზიარა, რომელშიც ,,სამეფო კარის თამაშების” მე-8 სეზონის ერთ-ერთი ამაღელვებელი კადრი მოხვდა.

ვიდეო, რომელიც ტელეკომპანიის Youtube არხზე გამოქვეყნდა, სერიალების ,,ეიფორია”, ,,დარაჯები” და ,,დიდი პატარა ტყუილები” ახალი ეპიზოდების კადრებსაც აერთიანებს, თუმცა ინტერნეტმომხმარებლების განსაკუთრებული ყურადღება „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” ეკრანიზაციის იმ მომენტმა მიიქცია, რომელშიც დეინერის ტარგარიენი, ჯონ სნოუ და სანსა სტარკი ჩანან.

კადრიდან ცნობილი ხდება, რომ ეს უკანასკნელი ტარგარიენების დინასტიის ბოლო წარმომადგენელს უინტერფელს უთმობს.

,,უინტერფელი თქვენია, თქვენო უდიდებულესობავ”, – სწორედ ამ სიტყვებით სოფია ტერნერის პერსონაჟი, ემილია კლარკის გმირს დედოფლად აღიარებს.

https://www.youtube.com/watch?v=Y7vrjkheBt8

შეგახსენებთ, რომ საკულტო სერიალის უკანასკნელი სეზონის პირველი სერია სტარტს სწორედ იქიდან აიღებს, როცა ღამის მეფე, ვიზერიონის დახმარებით, ანადგურებს კედელს და ლაშქართან ერთად სამხრეთისკენ მიემართება. ცნობილია, რომ ფინალური სეზონი აპრილში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები