პარიზის აუქციონის სახლი Bonhams უნიკალური Alfa Romeo 75 Turbo Evoluzione–ის გაყიდვას შეეცდება. 1980–იან წლებში 500 ასეთი სედანი გამოუშვეს და მათგან მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი. ვაჭრობის ორგანიზატორები „ალფაში“ 120–180 ათასი ევროს აღებას გეგმავენ.
ჩვეულებრივი Turbo ვერსიისგან „ევოლუცია“ სარბოლო მონაცემებით და განსაკუთრებული საბურავებით განსხვავდება. ძრავი პასპორტის მიხედვით 155 ცხენის ძალაზეა გათვლილი, თუმცა რეალობაში ბევრად უფრო მეტს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, აგრეგატი დატუნინგებასაც მშვენივრად აიტანს.
გასაყიდად გამოტანილი ეგზემპლარი ავტოსპორტულმა დანაყოფმა Alfa Corse–მ Top Run Racing–ის გუნდისთვის შექმნა. 1991 წელს სპორტქარი Euro Magnum Automotive Racing–მა იყიდა და ნიდერლანდების ჩემპიონატზე დიდი წარმატებით იასპარეზა.