როდესაც კრისტენ და ტომას ჰიუიტები ბალტიმორში ულტრაბგერით კვლევაზე მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ისინი არა ერთ, არამედ სამ შვილს ელოდნენ. სიახლემ წყვილი ძალიან გაახარა.
CNN-ის ინფორმაციით, 6 ოქტომბერს ჰიუიტებს აბსოლუტურად იდენტური 3 შვილი ეყოლათ, ფინეგან ჯეიმსი, ოლივერ დინი და ტომასი. ექიმები ამბობენ, რომ ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, რადგან წყვილმა 3 სრულიად იდენტური შვილი ყოველგვარი სტიმულაციისა გარეშე გააჩინა.
კრისტენმა 33 კვირაზე საკეისრო კვეთით იმშობიარა.
„ჩვეულებრივი ტყუპების დაბადების შანსი ბევრად მეტია (90%), ვიდრე იდენტურების (10%). თუმცა 3 ტყუპისცალის თანაფარდობა კიდევ უფრო მინიმალურია,“ – ამბობს ბალტიმორის სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი ვიქტორ ხოუზიმი.