ტეხასელი სიამის ტყუპები, ხიმენა და სკარლეტ ჰერნანდეზ-ტორესები ერთმანეთზე 11 თვის მანძილზე იყვნენ მიბმულები წელით. ახლა კი ექიმებმა მათი განცალკევება წარმატებით მოახერხეს.
„ბავშვების კომპლექსური ოპერაციის ჩასატარებლად უძლიერესი ექიმების გუნდი თვეების მანძილზე ემზადებოდა,“ – ამბობს „სიენენთან“ ბავშვთა ქირურგი ჰარუნ პეიტელი, რომელიც გუნდს ხელმძღვანელობდა.
ყოველი 200 ათასი ტყუპის დაბადების შემთხვევაში ერთი სიამის ტყუპია, მათი 70% კი – გოგონები არიან. სიამის ტყუპებს გადარჩენის შანსი 5-დან 25%-მდეა.
სკარლეტი და ხიმენა 2015 წლის 16 მაისს დაიბადნენ. მათ მესამე დაც ჰყავთ, კატალინა, რომელიც ჯანმრთელი დაიბადა.
დრისქოლის ბავშვთა საავადმყოფოს ინფორმაციით, 3 ტყუპის ერთად დაბადება, რომელთაგან 2 სიამის ტყუპია, 50 მილიონიდან ერთი შემთხვევა შესაძლოა იყოს.
„ოპერაცია ურთულესი იქნება, თუმცა, ძალიან კარგ შედეგებს ველოდებით,“ – განაცხადა ქირურგმა პეიტელმა ოპერაციამდე.