LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უიტნი ჰიუსტონი დიდ სცენაზე „დაბრუნდება“

49

უიტნი ჰიუსტონი სცენას მომდევნო წელს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით „დაუბრუნდება“. მომღერლის გამოსახულება ეკრანზე სამგაზომილებიან ფორმატში გამოჩნდება, რაც რეალურის ეფექტს შექმნის.

„2010 წელს უიტნის გარდაცვალება დიდი დანაკარგი იყო ჩვენთვის, – განაცხადა ალკი დევიდმა, პროექტ Hologram USA-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. – საშუალება, რომ ისევ ვაჩუქოთ სამყაროს მისი ტალანტი – ეს არის ის, რის გამოც შეიქმნა ზოგადად ეს პროექტი“.

შოუში ჰიუსტონის საუკეთესო ჰიტები გჟღერდება, ასევე გამოვლენ მოწვეული არტისტებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები