ლეგენდარული უიტნი ჰიუსტონის პირველი მსოფლიო ტურნე გარდაცვალების შემდეგ უკვე დაანონსდა. უიტნის ჰოლოგრამით პირველი კონცერტი მანჩესტერის სიახლოვეს, შეფილდში, 25 თებერვალს გაიმართება. სწორედ აქ დაასრულა 2010 წელს მუსიკოსმა თავისი ბოლო ტურნე.
ამჯერად შოუს შემქმნელები და ორგანიზატორები ლოს-ანჯელესში ბოლო რეპეტიციებს გადიან. 90-წუთიანი შოუ სავსე იქნება ქორეოგრაფიული ნომრებით. სულ კონცერტზე 17 სიმღერა შესრულდება, მათ შორის ისეთი ჰიტები, როგორიცაა I Wanna Dance With, Greatest Love Of All და Saving All My Love For You.
ამ ინფორმაციას ფანები არაერთგვაროვანი ემოციებით შეხვდნენ. ზოგიერთის აზრით, 48 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული მუსიკოსის ამ ფორმით დაბრუნება მიუღებელია. ბევრმა ფანმა კი ბილეთების შეძენა უკვე მოასწრო.