უიზ ხალიფას არაოფიციალური სინგლების კოლექცია იზრდება. ქსელში მუსიკოსის ახალი ნამუშევრები მოხვდა. რამდენიმე საათის წინ ხელმისაწვდომი მისი ერთდროულად სამი ახალი სიმღერა გახდა, ესენია „Young Millionaires“, „Speech“ და „You Party“.
შეგახსენებთ, რომ მის გეგმებში ახალი, რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომის „Rolling Papers 2“ გამოშვება იგეგმება, თუმცა ამ დროისთვის ზუსტად უცნობია, როდის შედგება ალბომის პრეზენტაცია.
https://www.youtube.com/watch?v=s3yuWeSuUOU
https://www.youtube.com/watch?v=nMMhFOnIqWM