LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკანასკნელი Demon ასევე უკანასკნელ Viper-თან ერთად იყიდება

151

კომპანია Dodge-მ მიიღო გადაწყვეტილება, ბოლოს გამოსული ეგზემპლარები კუპე Challenger SRT Demon და სუპერქარი Viper აუქციონის სახლის Barrett-Jackson-ის საშუალებით გაყიდოს. ავტომობილების გაყიდვიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

ორივე ავტომობილი წითელ ფერშია შესრულებული, რომელსაც Viper Red ქვია. რა ეღირება ორი ავტომობილის ნაკრები, უცნობია. ვაჭრობა ივნისის შუა რიცხვებში შედგება. აშშ-ში Demon-ის მინიმალური ღირებულება 84 995 დოლარია, Viper კი წარმოებიდან მოხსნამდე 95 800 დოლარი ღირდა.

კუპე Challenger SRT Demon 2017 წლის აპრილში გამოჩნდა. ავტომობილს კაპოტ ქვეშ 6.2 V8 ძრავი აქვს, რომელიც 850 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან 96 კილომეტრს კი 2,1 წამში კრებს. სულ Dodge-მა 3 300 Demon გამოუშვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები