წლევანდელი „ჰელოუინი“ უკანასკნელი იყო ბარაკ და მიშელ ობამებისთვის თეთრ სახლში, ამიტომ დღესასწაულზე, რომელზეც მათ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები დაპატიჟეს, განსაკუთრებით მოილხინეს.
ამერიკის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მაიკლ ჯექსონის ცნობილ ჰიტზე „Thriller“ იცეკვეს. როგორც მოგვიანებით მისტერ ობამამ განაცხადა, მოძრაობებზე მან წინასწარ იმუშავა.
მოგვიანებით ბარაკმა და მიშელმა ბავშვებს ტკბილეული დაურიგეს.



