საფრანგეთის პოლიციამ პრესის საშუალებით ორი BMW გაანადგურა, მიზეზი კი გზებზე უკანონო დრიფტია. სამართალდამცავებმა სოციალურ ქსელში ავტომობილების განადგურების პროცესიც გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ ასეთი პროცედურა საფრანგეთში საკმაოდ ხშირია, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საკმაოდ მკაცრი კანონები მოქმედებს საერთო მოხმარების გზებზე საშიში მართვისთვის.
ამჯერად პოლიციის ხელში 3-სერიის ორი BMW – E34 და E36 მოხვდა. ამ უკანასკნელის მძღოლი ამტკიცებდა, რომ საერთო მოხმარების გზებზე არ უდრიფტავია და სპეციალურ პოლიგონზე იმყოფებოდა. თანაც, მანქანა მანამდე გაანადგურეს სანამ საქმეში ადვოკატი ჩაერთვებოდა.
ზოგადად საფრანგეთი მძღოლების მიმართ განსაკუთრებით დაუნდობელია, მაგალითად, დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში (ისეთის როგორიცაა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა) მძღოლს შესაძლოა მართვის მოწმობა 3 წლის ვადით ჩამოართვან და ამავე ვადით ციხეშიც ჩასვან.